პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყო. რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
აქციის ორგანიზატორები არიან, საერთო სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ", რომელშიც შედიან საზოგადოებრივი ჯგუფები, მოძრაობა სირცხვილია, არასამათვრობო სექტორი, აქტივისტები და მედიასაშუალებები.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე ისინი გამოაცხადებენ მოთხოვნებს საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და სამოქმედო გეგმას.
"გვიკავშირდებიან საქართველოს პატრიოტი რიგითი ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სახალხო მოძრაობაში ჩართვის სურვილს გამოხატავენ. 24 ივნისს იხილავთ და გაიცნობთ ასეთი ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც საქართველოს შინ, ევროპისკენ გაუძღვება.
შინ ევროპისკენ!".